Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები
GBC news
26 May 2016, 10:18

თბილისი (GBC) - დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ღონისძიებები.

თბილისი: 11:10 საათზე - გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე;

12:00 საათზე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება;

13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის“ ფარგლებში,  ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;

14:00 საათზე - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები;

20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის:

11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი;

13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი;

12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები;

12:00 – 17:00 რუსთაველის თეატრი - ისტორიული ექსპონატების გამოფენა;

14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი;

13:00 - 14:00 - ბასტი - ბუბუს კონცერტი;

15:00 -16:00 – „ბზიკები სტუდიოს“ კონცერტი;

17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდის კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.

გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;

ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები;

ელექტრონული მუსიკის დღე - Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin;

სპორტული ღონისძიებები - ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკიქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში,აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი;

საბავშვო გასართობი ღონისძიებები - თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები;

ისტორიული ექსპონატების გამოფენა;

არტ-კაფეები.

საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი